02 მაისი 2024,   20:07
ვრცლად
კანადაში თევზსაჭერი გემის ჩაძირვას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება 

კანადის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ესპანური თევზსაჭერი გემის ჩაძირვას მსხვერპლი მოყვა.

ბორტზე სულ 24 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 9 პირის ცხედარი მაშველებმა იპოვეს, 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. ჩაძირვის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ესპანეთის პარლამენტმა გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

დღის ამბები