02 მაისი 2024,   19:37
ვრცლად
ტრაგედიად ქცეული ქორწილი - ინდოეთში სადღესასწაულო ცერემონიაზე 11 ადამიანი დაიღუპა

ტრაგედიად ქცეული ქორწილი ინდოეთში - უტარ-პრადეში საქორწილო ცერემონიალის დროს 13 ადამიანი ჭაში ჩავარდა, მათგან 11 დაიღუპა, ხოლო 2 მძიმედ დაშავდა. 

ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ქორწილის დროს სტუმრების ნაწილი ჭაზე დაფარებულ ფილაზე იჯდა. ფილამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. 

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილები ქალები და ბავშვები არიან. 

დღის ამბები