23 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
Victoria’s Secret-ის სახე დაუნის სინდრომის მქონე მოდელი გახდა - ვინ არის პუერტო-რიკოელი სოფია ჟირაუ

პირველად Victoria’s Secret-ის სახე დაუნის სინდრომის მქონე მოდელი გახდა. პუერტო-რიკოელმა სოფია ჟირაუმ 17 სხვა მოდელთან ერთად Love Cloud-ის კოლექცია წარადგინა, რომლის მიზანიც იყო, რომ თეთრეული ყველა ტიპის ქალისთვის შეექმნათ.

24 წლის პუერტო-რიკოელმა მოდელმა პროფესიონალური სამოდელო კარიერა 2019 წელს, პუერტო რიკოში დაიწყო. მისი დებიუტი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე 2020 წელს, მარისა სანტიაგოს კოლექციის ჩვენებაზე შედგა. მოდელობის გარდა, სოფია დიზაინერიც არის, მან 2019 წელს ტანსაცმლისა და აქსესუარების საკუთარი ბრენდი დააარსა. გარდა ამისა, სოფია ბალეტითაც არის დაინტერესებული. მისი თქმით, მისი შემდეგი ოცნება სწორედ დიდ საბალეტო სცენაზე გამოსვლაა.  

Victoria’s Secret-მა განსხვავებული ასაკის, კანის ფერისა და სხეულის ფორმების მქონე პროფესიონალი და დამწყები მოდელები შეარჩია.

კამპანიაში ასევე ჩართულია ტრანსგენდერი მოდელი ვალენტინა სამპაიოა, რომელიც Victoria’s Secret-ს 2019 წელს შეუერთდა.

 

ავტორი: ანა ტურავა 

დღის ამბები