20 მარტი 2025,   08:45
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - გასულ ღამეს რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავს დაესხა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწევა, უკრაინაში ომი გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ გასულ ღამეს, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაესხა თავს.

      კერძოდ, რუსულმა ძალებმა დრონებით დარტყმები მიიტანეს სუმში არსებულ საავადმყოფოზე, შეტევა იყო დონეცკის ოლქის ქალაქებზეც.

      უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ცაზე მთელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 40 რუსული კამიკაძე-დრონი შენიშნეს, რომელთაგან ნაწილმა მიზანს მიაღწია.

       

      დღის ამბები