27 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
უკრაინის ავტორი და არქიტექტორი ლენინია, დონბასი უკრაინაში ლენინმა შეიყვანა - ვლადიმერ პუტინი  

რუსეთის პრეზიდენტმა,  ვლადიმერ პუტინმა საკუთარი მიმართვის დროს განაცხადა, რომ  უკრაინა საბჭოთა ბელადის, ლენინის შექმნილია და ის უკრაინელებმა ვერ შეირგეს.

"თანამედროვე უკრაინა რუსეთმა შექმნა, ეს პროცესი 1917 წელს დაიწყო. ლენინმა რუსეთის ისტორიული ტერიტორიები უკრაინას გადასცა, სტალინმა პოლონეთს და უნგრეთს მიწები გადასცა 1954 წელს, ხრუშჩოვმა ყირიმი გადასცა უკრაინას. ასე ჩამოყალიბდა უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა. უკრაინის ავტორი და არქიტექტორი ლენინია, დონბასი უკრაინაში ლენინმა შეიყვანა,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

 

დღის ამბები