27 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
კიევში განგაშის სიგნალი გაისმა - "კურიერის" გადამღები ჯგუფი თავშესაფარში იმყოფება

კიევში ცოტა ხნის წინ განგაშის სიგნალი გაისმა. "კურიერის" გადამღები თავშესაფარში იმყოფება, როგორც იქ მყოფ ადამიანებს უთხრეს, თავშესაფარში ყოფნა იქამდე მოუწევთ, სანამ საჰაერო თავდასხმის საფრთხე არ მოიხსნება კიევის თავზე.

გაისმა რამდენიმე ყრუ აფეთქების ხმა გაისმა, ჯერჯერობით, უცნობია, რა ობიექტებზე განხორციელდა თავდასხმა.

პარალელურად, რუსმა ოკუპანტებმა აიღეს "ჰოსტომელის" იგივე "ანტონოვის" აეროპორტი, ის კიევიდან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიევის თავზე 18 L 76 დაფრინავს და სწორედ "ანტონოვის" აეროპორტში დესანტების გადმოსხმა იგეგმება. აღნიშნული ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად არ ადასტურებს.

დღის ამბები