27 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
რუსეთი აგრესორია, ბელარუსი კი აგრესორის დამხმარე, დასავლეთის ლიდერები მზად უნდა იყვნენ მეტის გასაკეთებლად, იმ შემთხვევაშიც თუ ფასის გადახდა მოუწევთ - სტოლტენბერგი 

NATO-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი აგრესორია, ბელარუსი კი აგრესორის დამხმარე ძალა​.

სტოლტენბერგის განმარტებით, დასავლეთის ლიდერები ​მ​ზად უნდა იყვნენ უფრო მეტი გააკეთონ, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ამისთვის გადაიხადონ საფასური. 

"ჩვენ უზარმაზარი საფრთხის წინაშე ვართ - რუსეთი თავს ესხმის ევროპის უსაფრთხოებას. მსოფლიო ნამდვილად აგებინებს პასუხის რუსეთს ამ ყველაფრისთვის. რუსეთი არის აგრესორი, ბელარუსია კი ამ აგრესორის დამხმარე ძალა. პუტინის გადაწყვეტილება, არის საშინელი სტრატეგიული შეცდომა. ნატო-ს მოკავშირეებმა და ევროკავშირმა უკვე შეიმუშავეს სანქციები, მზად უნდა ვიყოთ რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ამისთვის გადავიხადოთ საფასური. რუსმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინაში რუსეთს უფრო უსაფრთხოდ არ აქცევს,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები