02 მაისი 2024,   10:59
ვრცლად
აამოქმედებს თუ არა ევროკავშირი დროებითი დაცვის დირექტივას, რომელიც ბოლოს 90-იანი წლების დასაწყისში გამოიყენა 

ბრიუსელში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საგანგებო საბჭო შეიკრიბა. განხილვის მთავარი თემა უკრაინელ მიგრანტებს ეხება. ბელგიაში ახლა მსჯელობენ, თუ როგორ დაეხმარონ პოლონეთსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებს ლტოლვილების ნაკადების მართვაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები ამბობენ, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთი თავს დაესხა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას.

ასევე მინისტრებმა თქვეს, რომ ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხი იყოს დაცული და ყველა ის უკრაინელი ლტოლვილი, რომელიც შემოვა ევროკავშირის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეთ სათანადო პირობები.

ასევე ევროკავშირის წევრები ამბობენ, რომ უნდა ამოქმედდეს დროებითი დაცვის დირექტივა. ეს დირექტივა ევროკავშირის პოლიტიკა  იყო 90-იან წლებში, როდესაც კონფლიქტი ჰქონდათ მაშინდელი იუგოსლავიასთან.  ახლაც საუბრობენ, რომ  დროა ამოქმედდეს ეს დირექტივა.

რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა მიიღოს არაწევრი ქვეყნებიდან ლტოლვილები და მათი ყველა უფლება ევროკავშირის ტერიტორიაზე იყოს დაცული და რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ფინანსების გამოყოფაზე.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი სოლიდარობას უცხადებს ადამიანებს ვინც უკრაინაში ნებისმიერ ფასად ცდილობს თავის დაცვას და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ევროპამ სათანადო დახმარება გაუწიოს ლტოლვილებს. 

 ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტიან იანი უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

"რომ გაჩერდეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინაღმდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები ევროკავშირში.

ჩვენ ვუზრუნველყოთ სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას, რათა დავაკმაყოფილოთ მამაცი უკრაინელების საჭიროებები, რადგან უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვიან,"-აცხადებს იანი უკრაინელ.

შვედეთის მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის მინისტრი ნდერს იგემანი აცხადებს, რომ ჯერ ადრეა იმის თქმა თუ კიდევ რამდენი ადამიანი დატოვებს უკრაინას.

"ევროკავშირი არის ერთიანი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინაღმდეგ. იმედი მაქვს შევძლებთ პასუხისმგებლობის აღებას იმ ხალხზე ვინც რუსეთის აგრესიას გაურბის,"-აცხადებს ანდერს იგემანი.

დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი მატიას ტესფაიე ამბობს, რომ დანის კარი უკრაინელებისთვის ღიაა. 

"ჩვენ გავხსნით კარებს და დანია დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინიდან გარბიან. ჩვენთან უკვე ცხოვრობენ უკრაინელები, გავუგზავნე ნათელი სიგნალი, რომ დანიის კარი ღიაა და გვსურს დახმარება," - აცხადებს დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი მატიას ტესფაიე.

300 000 ლტოლვილი უკვე დაფიქსირდა ევროკავშირის საზღვრებთან.

პარალელურად ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ახალ სანქციებზე. ეს იქნება სანქციების პაკეტი ნომერი 3. დღეს რამდენიმე საათში ონლაინ შეხვდებიან ევროკავშირის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრაზე მოხსენებით ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი გამოვა. მისი ინიციატივა არის, რომ ლეტალური იარაღის და საწვავის საფასური სრულად დაფაროს ევროკავშირმა.

 

დღის ამბები