02 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
"16 ბაშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ეს რუსული ჯარის ქმედებების შედეგია.. ექიმებს, ბავშვებს, მხოლოდ ტერორისტები ესვრიან" - უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში ამ დრომდე 16 ბავშვი დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ იაშკომ განაცხადა. 

მეოთხე დღეა, ექიმების უმრავლესობა ვერ გამოდის საავადმყოფოდან, საოპერაციოდან. მათ დღისა და ღამის მონაკვეთში უწევთ დაჭრილებისთვის დახმარების აღმოჩენა, მათ შორის არიან ბაშვებიც

"სამწუხაროდ 16 ბაშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს რუსული ჯარის ქმედებების შედეგია, თუმცა მათ ვერ ვუწოდებთ ჯარისკაცებს, ვინაიდან ექიმებს, ბავშვებს, სკოლას საბავშვო ბაღებს ჯარისკაცები არ ესვრიან. მათ მხოლოდ ტერორისტები ბომბავენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ ეს არა ჯარი, არამედ ტერორისტები არიან," - აცხადებს ვიქტორ იაშკო.

ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს.

დღის ამბები