05 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
"ქართული ოცნებისთვის" მძიმე ტვირთი იქნება პრეზიდენტის ამ შეთავაზებას უთხრას უარი - იაგო ხვიჩია პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე

როდის მოისმენს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას? პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესაბამისი განცხადება გუშინ გაავრცელა და თარიღად შაბათი დაასახელა, თუმცა მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ პლენარული სხდომის ფორმატში 5 მარტს, სალომე ზურაბიშვილის მოსმენა გადაიდოს.

ამ საკითხს მოჰყვა გამოხმაურებები ოპოზიციაში. "ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ მოსმენა არ უნდა გადაიდოს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თუკი ქართული ოცნება გადადებს მოსმენა, ეს იქნება აღიარება, რომ მზად არ არიან ნათელი პოზიცია ჩამოაყალიბონ საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 

"თუ ისე მოხდება, რომ ქართული ოცნების უმრავლესობა არ მოვა, ან საპროცედურო ბრძოლას გამოუცხადებს საქართველოს პრეზიდენტს, ეს იქნება იმის აღიარება, რომ ისინი მზად არ არიან მკვეთრი, ნათელი პოზიცია ჩამოაყალიბონ საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით," - ამბობს იაგო ხვიჩია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ამ შეთავაზებაზე უარის თქმა, ქართული ოცნებისთვის მძიმე ტვირთი იქნება. 

"ქართული ოცნებისთვის მძიმე ტვირთი იქნება რომ პრეზიდენტის ამ შეთავაზებას უთხრას უარი და ისევე გამოაცხადოს გაფიცვა, როგორც ჰქონდა გამოცხადებული ერთი კვირის წინ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხდება ან მიხვდება იმ პრობლემების მასშტაბს, რა პრობლემებშიც შეიძლება გაეხვეს როდესაც ესე არა ფრთხილ პოზიციას აფიქსირებს ამ თემასთან დაკავშირებით," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილი მივიდეს პარლამენტში და საზოგადოებამ მოისმინოს მისი ხედვები, იქიდან გამომდინარე, რომ ის ბრიუსელში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. 

"მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხედვები, მისი მოსაზრებები, განსაკუთრებით იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ იგი მართავს მნიშვნელოვან შეხვედრებს ბრიუსელში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი პოზიცია და ხედვა რა არის. ზოგადად, ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან, ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ზოგადად, იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს რეგიონს უდგას. ვალდებულებაა ეს უმრავლესობისთვის და პრეზიდენტს უნდა მოვუსმინოთ," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება.

 

დღის ამბები