05 მაისი 2024,   01:03
ვრცლად
"მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მაქსიმალურად მიიღონ მხედველობაში ის პროგრესი, რომელიც საქართველომ წლების მანძილზე აჩვენა ასოცირების კუთხით" - გივი მიქანაძე

"ქართულ ოცნებაში" აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ. გივი მიქანაძე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, გაითვალისწინონ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების კუთხით აქვს.

"ჩვენი განაცხადი არის მნიშვნელოვანი არა უბრალოდ განცხადებისთვის, არამედ ეს რომ იყოს დამყარებული კონკრეტულ კონსულტაციებზე და ნაბიჯებზე. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს უძღოდა წინ ის კონსულტაციები, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ვხედავთ, რომ არის ის დრო, როდესაც საქართველოს დაჩქარებული წესით შეუძლია ამ განაცხადის გაკეთება. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და პარტნიორებს - მაქსიმალურად მიიღონ მხედველობაში ის პროგრესი, რომელიც საქართველომ წლების მანძილზე აჩვენა ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების კუთხით, ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ის ურყევი პოზიცია, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის პარალელურად აფიქსირებს ყველა საერთაშორისო ფორმატში და აღნიშნულის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი," - აცხადეს მიქანაძე.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში.

"ამ არასტანდარტულმა ვითარებამ გააჩინა არასტანდარტულად სხვა საკითხების გადაწყვეტის საჭიროებაც და ვფიქრობ, ამას კარგად აღიქვამს არა მხოლოდ საქართველოს მხარე, მისი პარტნიორები და იმავე ვითარებაში მყოფი სახელმწიფოები, არამედ თვითონ ევროკავშირიც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენგან გადადგმული ეს ნაბიჯი ჯეროვნად იქნება შეფასებული პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწრაფად გავიაროთ ეტაპები, რომლის გავლის შემდეგ საქართველო შეძლებს ევროკავშირის წევრობას. საამისოდ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს უკლებლივ ყველაფერს და გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდანაც იქნება იგივე დამოკიდებულება," - აცხადებს სარჯველაძე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები