05 მაისი 2024,   08:44
ვრცლად
"განსახილველია, შეიძლება გადაწეული იყოს ეს თარიღი" - გია ვოლსკი პრეზიდენტის მოსმენის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი 5 მარტს, პლენარული სხდომის ფორმატში პრეზიდენტის მოსმენის გადადებას არ გამორიცხავს. როგორც ვოლსკი ამბობს, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა შედგება. 

"განსახილველია, შეიძლება გადაწეული იყოს კიდეც ეს თარიღი. მაგრამ, მე პირადად ამ განხილვებში ვერც მოვასწარი ჩართვა, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. გადავწყვეტთ, თუ არის ამასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილების წინაპირობა, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ. ყველაფერი შეიძლება, გამომდინარე იმ აუცილებლობიდან, რაც შეიქმნება," - ამბობს გიორგი ვოლსკი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება.

დღის ამბები