05 მაისი 2024,   04:31
ვრცლად
გაეროს გენერალურ ასამბლეასა და აშშ-ს კონგრესმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს მხარი დაუჭირეს

უპრეცედენტო მხარდაჭერა - 141 5-ის წინააღმდეგ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია სახელწოდებით "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" მიიღო. დიპლომატებმა დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მოითხოვეს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის დამგმობი რეზოლუციის დამტკიცებას კიდევ ერთი რეზოლუცია მოჰყვა, ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. დოკუმენტს 426-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მას 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა. სამივე რესპუბლიკური პარტიიდან.

კონგრესმენმა ნიუ-იორკის შტატიდან, გრეგორი მიქსმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა არასოდეს ცნობს რომელიმე არალეგიტიმურ მთავრობას, რომლის უკრაინაში დასმის იმედიც პუტინს აქვს. "მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია მათი პოლიტიკური მმართველების და მომავლის არჩევა,"-აცხადებს მიქსი.

ინდიანას შტატის წარმომადგენლის, ვიქტორია სპარცის განცხადებით კი უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში ომის დანაშაულებზე.

"ომის ეს დანაშაულები საერთაშორისო სასამართლოებში გადავა და პასუხს აგებს ყველა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს მოკვლაზე, გენოციდსა და აკრძალული იარაღის გამოყენებაზე,"-აცხადებს სპარცი.

ვირჯინიის შტატის კონგრესმენმა ჯერი კონოლმა კი მოუწოდა კონგრესმენებს, რეზოლუციას მხარი დაუჭირონ ლიბერალური დემოკრატიის დასაცავად.

"ყველანი უკრაინელები უნდა ვიყოთ, ყველა უნდა შევუერთდეთ ამ ბრძოლას, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფლება და ლიბერალური დემოკრატია გამძლეცაა და მყიფეც, მას დაცვა სჭირდება. ეს რეზოლუცია არამხოლოდ კონგრესის სოლიდარობას გამოხატავს, არამედ ამ სტრუქტურის მიერ კიდევ ერთხელ აღებული ვალდებულებაა ჩვენი პრინციპების დასაცავად. დაჟინებით მოგიწოდებთ მიიღოთ და ამაყად დაუჭიროთ მას მხარი,"-განაცხად კონგრესმენმა.

 
დღის ამბები