05 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
მთელი საქართველო ახლა პასუხს ბრიუსელიდან ელოდება - რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი

მთელი საქართველო ახლა პასუხს ბრიუსელიდან ელოდება. დაუშვებს გამონაკლისს ევროკავშირი და უკრაინის მსგავსად საქართველოს საკითხსაც დაჩქარებული წესით განიხილავს, თუ ქვეყანა ჩადგება პროცედურულ რიგში, სადაც საქართველოდან გაგზავნილმა დოკუმენტმა სხვადასხვა კაბინეტი და ეტაპი უნდა გაიაროს.

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მინიჭება? საქართველოს ორი მაგალითი აქვს: თურქეთი რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რამდენიმე ათეული წელია რაც მინიჭებული აქვს,მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი და უკრაინა, რომელსაც ეს სტატუსი დაჩქარებული წესით მიანიჭეს და შესაძლოა ის ასევე დაჩქარებულად მოხვდეს ევროპული ქვეყნების გაერთიანებაში.

როდის დაიწყება საქართველოს განაცხადის განხილვა ევროსტრუქტურებში მალე გახდება ცნობილი. ეს იქნება ახალი ეტაპი თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობაში, რომელიც აქტიურ ფაზაში 2006 წლიდან გადავიდა. 2009 წელს პრაღაში შეიქმნა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატი. 2014 წელს კი საქართველომ ისტორიულ დოკუმენტს - ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 2017 წელს კი ვიზალიბერალიზაციაც მივიღეთ. 2021 წლის მაისში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ "ასოცირებულთა ტრიო" შექმნეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე სახელმწიფოების სახელით ევროკავშირში დაჩქარებული შესვლის გეგმაზე მუშაობა დაიწყეს. უკრაინაში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სახელმწიფოებს გადაწყობა მოუხდათ, ევროპამ კი საკუთარი თვალით ნახა, რომ მოსკოვი გაჭიანურებულ პროცესებს სათავისოდ გამოიყენებს, ამიტომ დემოკრატიული ოჯახის გასაფართოებლად მოქმედების დროა.

დღის ამბები