05 მაისი 2024,   11:31
ვრცლად
უკრაინის შემდეგ, მოლდოვაც და საქართველოც რუსეთისგან საფრთხის წინაშეა, ამიტომაც ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ - სერგეი ლაგოდინსკი

უკრაინამ, ევროკავშირისგან დასტური, განაცხადის წარდგენიდან ერთ დღეში მიიღო. კანდიდატის სტატუსი მას ევროპამ 637 დეპუტატის ხმით მიანიჭა. "ამის ფასი ქართველებმაც სისხლით გადაიხადეს"- ევროპაში უკვე ისმის მსგავსი განცხადებები, თუმცა არის უფრო ფრთხილი კომენტარებიც.

საქართველოს ოფიციალური დოკუმენტი უკვე ბრიუსელშია. რა პროცედურები გვაქვს გასავლელი და როგორი პროგნოზები კეთდება ევროპის დედაქალაქში:

"რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაღრმავოთ ურთიერთობა საქართველოსთან. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ, გზა ხანგრძლივია, არამხოლოდ საქართველოსა და მოლდოვასთვის, არამედ, თუნდაც, თურქეთისთვის, ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ეს განაცხადი მნიშვნელოვანია, როგორც მკაფიო სიგნალი, რომ ამ ქვეყნებს აქვთ გაწევრიანების სურვილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოულოდნელად შეიცვლება ხვალ.

ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ახლა საქართველოსა და მოლდოვაზეც, რადგან გეოპოლიტიკური სიტუაცია ამ ქვეყნებში არის შედარებით მსუბუქი, თუმცა ჩვენ წარსულში გვახსოვს, რომ საქართველო ასევე იყო და არის ოკუპაციის მსხვერპლი. განაცხადის გაკეთების შემდეგ, ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ საკითხზე ყურადღება გავამახვილოთ. ეს განაცხადი მოწმობს იმას, რომ უკრაინის შემდეგ, მოლდოვაც და საქართველოც რუსეთისგან საფრთხის წინაშეა. ამიტომაცაა რომ ეს განაცხადები ჩვენ ძალიან სერიოზულად მივიღოთ, რომ ეს პროცესი ერთგვარ გზამკვლევად იქცეს,"- აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სერგეი ლაგოდინსკი.

დღის ამბები