05 მაისი 2024,   06:17
ვრცლად
პოლონეთი და სხვა მოსაზღვრე ქვეყნები რჩებიან ახლა ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანის გზად - უკრაინაში საქართველოს ელჩი

უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარეიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა, როგორ შეაქვთ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი და როგორ ანაწილებენ მოსახლეობისთვის :

"უკრაინის მხარესთან კოორდინაციით ხდება ყველაფერი, პირველი თვითმფრინავი რომელიც ჩამოფრინდა დაჯდა პოლონეთში შემდეგ კი ავტოტრანსპორტით წამოვიდა ტვირთი უკრაინაში.

პოლონეთი, ან სხვა მოსაზღვრე ქვეყნები რჩება ახლა ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანის გზად,"-აცხადებს გიორგი ზაქარეიშვილი.

დღის ამბები