02 მაისი 2024,   19:08
ვრცლად
რუსეთი ცდილობს უკრაინა სირიად აქციოს...დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ პუტინი, რომ არ აქციოს ევროპა ღამის კოშმარად - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინა სირიად აქციოს და არ უნდა მიეცეთ მათ უფლება შექმნან ახალი სირია ევროპაში. 

კულებამ იცის თქვა, რომ უკრაინა მზად არის ბრძოლისთვის, თუმც ამავდროულად ის ყველას სთხოვს დახმარებას იმისათვის, რომ შეაჩერონ პუტინი, რათა "არ აქციოს ევროპა ღამის კოშმარად".

"მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ომია. ამიტომ, ომში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იქამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. ჩვენ ყველა ევროპის უსაფრთხოებისათვისა და კეთილდღეობისთვის ვიბრძვით. რუსეთი ცდილობს უკრაინა სირიად აქციოს, ტაქტიკაც, რომელსაც ისინი იყენებენ, იგივეა. არ უნდა მივცეთ უფლება მათ, შექმნან ახალი სირია ევროპაში.

ჩვენ ვართ მზად ბრძოლისთვის და ვიბრძვით, მაგრამ დაგვეხმარეთ. თუ არ დაგვეხმარებით, მოგიწევთ აიღოთ პასუხისმგებლობა უკრაინელების სიცოცხლეზე, რომლებიც კვდებიან რუსი მფრინავების ბომბებისგან. ბოლო 8 დღის განმავლობაში ვიღებდი თქვენგან გზავნილებს - "დმიტრო ჩემმა მთვარობამ გადაწყვიტა იარაღი მოგაწოდოთ". იქნება ეს ტყვიაწამალი, ანტისარაკეტო, თუ სხვა. ვიმედოვნებ, ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ეს ომი გაღრმავდება, როცა შესაბამისი მომენტი დადგება, თქვენ მოგინდებათ მოგვცეთ ნებისმიერი რამ იმისთვის, რომ პუტინი შევაჩეროთ თავს არ დაესხას ევროპას, რომ შევაჩეროთ პუტინი არ აქციოს ევროპა ღამის კოშმარად. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ძალიან გვიანი არ იქნება,"- განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა დმიტრო კულებამ

 




დღის ამბები