27 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
ომმა უკრაინაში 38 ბავშვი იმსხვერპლა - "გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ თქვენი შვილები არ დაიღუპონ", წერს ელენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის ინფორმაციით, 11 დღიანი ომის განმავლობაში უკრაინაში სულ მცირე 38 ბავშვი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი ელენა ზელენსკა რუსი ოკუპანტების დაბომბვების შედეგად დაღუპულ ბავშვებზე სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პირველი ლედი NATO-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის დაიკეტოს.

"რუსი დამპყრობლები კლავენ ბავშვებს. რუსმა დედებსაც უნდა იცოდნენ, რას აკეთებენ მათი შვილები უკრაინაში. ვინც ჩუმად თანხმდება ამ დანაშაულებებზე, ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა თითოეული უკრაინელი ბავშვის სიკვდილზე.

NATO-ს ქვეყნებო, ბოლოს და ბოლოს გადაკეტეთ საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის. გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ თქვენი შვილები არ დაიღუპონ," - წერს ელენა ზელენსკაია Instagram-ზე.

დღის ამბები