05 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
არის თუ არა საფრთხის შემცველი რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოდინება - ოპოზიცია რუსეთთან უვიზო რეჟიმის 1-დან 3 თვემდე შემცირებას ითხოვს

არის თუ არა რუსეთიდან  საქართველოში მიგრაცია გაზრდილი- ოპოზიცია შსს-სგან ითხოვს ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებას, თუ რამდენი რუსი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში მას შემდეგ, რაც კრემლი უკრაინას თავს დაესხა. ხელისუფლების ოპონენტები გაზრდილ მიგრაციასა და საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი  ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსი მოქალაქეების შემოსვლა შესაძლებელია იყოს საფრთხის შემცველი. 

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში მასიურად შემოედინებიან რუსეთის მოქალაქეები. ამ ადამიანებში შეიძლება იყონ დივერსანტები. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ გავარკვიოთ რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო იმისათვის, რომ ამის პრევენცია მოხდეს.

ჩვენ ვთხოვთ გომელაურს, მოგვაწოდოს ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობის და ამისთანა პირების არსებობის შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომები,"- აცხადებს ნონა მამულაშვილი.

პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კი ხელისუფლებას მიმართავს და დაუყოვნებლივ სთხოვს სავიზო რეჟიმის გადახედვას. კერძოდ, 1 წლიანი უვიზო რეჟიმის შემცირებას 1-დან 3 თვემდე.

ოპონენტების პასუხად მთავრობის წევრებმა  განმარტეს, რომ ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა- ეს მაჩვენებლები კი ზუსტად იგივეა, არც პანდემიის დაწყებამდე იყო.

მინისტრები აცხადებენ, რომ არასწორია რუსეთიდან ბევრი ადამიანის ჩამოსვლაზე ინფორმაცია, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, უნდა მივცეთ ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება.

დღის ამბები