27 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
ევროკავშირმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადების განხილვა ევროკავშირის წევრი სტატუსის მინიჭებაზე უკვე დაიწყო

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადის განხილვა ევროკავშირის წევრი სტატუსის მინიჭებაზე უკვე დაიწყეს. 

ეს იქნება პირველი დისკუსია ქვეყნების ლიდერების მხრიდან განაცხადის გაკეთების შემდეგ. შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართება.

განაცხადი პირველად განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა და ახლა საკითხი განსახილველად  ევროკომისიაში გადავა, რის შემდეგაც ევროკომისია დასკვნებს  ყველა ქვეყანაზე ცალ-ცალკე მოამზადებს. 

სტრასბურგში იმყოფება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. მისი თქმით, დღევანდელი განხილვა საკმაოდ მნიშვნელოვანია. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. გვჭირდება 27-ივე ქვეყნის თანხმობა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით წინ წავიწიოთ. ეს პროცესი არის რთული და ხანგრძლივი, თუმცა ეს იქნება ერთის მხირვ საქართველოზე დამოკიდებული და საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მეორეს მხრივ კი წევრი ქვეყნების მხარდაჭერაზე,"-აცხადებს ბოჭორიშვილი. 

 

დღის ამბები