27 აპრილი 2024,   03:40
ვრცლად
ვისაც სურს იყოს ჩვენი ოჯახის წევრი, ის გახდება, ჩვენ გვსურს, რომ თქვენც ამ ოჯახში გიხილოთ - ევროპარლამენტარი საქართველოზე​

ევროპარლამენტის წევრის მიხაელ გალერის განცხადებით, საქართველოს არჩეული კურსი დასაფასებელია.

მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნები არიან. 

"ვისაც სურს იყოს ჩვენი ოჯახის წევრი, ის გახდება! ჩვენ გვსურს, რომ თქვენც ამ ოჯახში გიხილოთ. ეს გზა თქვენი არჩეულია, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. არის პროცედურები, რომელიც ქვეყანამ ამ გზაზე უნდა გაიაროს, რუსეთი არ არის ერთადერთი გამოწვევა, თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ უკრაინა განსხვავებული შემთხვევაა, იქ ომია, თუმცა ომის შემდეგ მაინც უნდა იმუშაოს დღის წესრიგზე. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნები," - აცხადებს გალერი. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადის განხილვა ევროკავშირის წევრი სტატუსის მინიჭებაზე უკვე დაიწყეს. 

ეს იქნება პირველი დისკუსია ქვეყნების ლიდერების მხრიდან განაცხადის გაკეთების შემდეგ. შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართება.

დღის ამბები