27 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
მილიონი დოლარი ნადავლი თვითმფრინავისთვის - დავით არახამია რუს მფრინავებს თანხასთან ერთად მოქალაქეობასაც სთავაზობს

უკრაინის რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინული მხრიდან ერთ-ერთ მთავარ მომლაპარაკებელს წარმოადგენს, ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც სამხედრო ნადავლისთვის ჯილდოზეა საუბარი. როგორც დავით არახამია წერს, რუს მფრინავებს გარდა თანხისა, მოქალაქეობასაც მისცემენ.

"სახელმწიფო კონცერნი "უკრობორონპრომი" მზადაა გადაიხადოს პრემია $1,000,000 გატაცებული ან ნადავლი თვითმფრინავისთვის.

ასევე გრძელდება პროგრამა, რომელიც მუშა მდგომარეობაში მყოფი გატაცებული შვეულმფრენისთვის 500 000 დოლარს ითვალისწინებს.

განახლება: რუსეთის ფედერაციის პილოტებს, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში, გარანტირებული აქვთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობის მიცემა," - წერს დავით არახამია.

დღის ამბები