27 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
"მივმართავ ევროპის ლიდერებს, არ შეეშინდეთ ცის დაკეტვის, ეს მათ უსაფრთხოებასაც ეხება" - იავოროვის მერი

ლვოვთან, იავოროვის პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს - ოფიციალური ინფორმაცია დაჭრილების შესახებ არ ვრცელდება, თუმცა, როგორც კლინიკის წარმომადგენელმა "კურიერთან" განაცხადა, 4-სართულიანი შენობა მთლიანად გადატვირთულია.

იავოროვის მერი "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ ბომბი პოლონეთის საზღვრიდან 20 კმ-ს დაშორებით ჩამოვარდა.

"მინდა მივმართო ევროპის ლიდერებს, არ შეეშინდეთ ცის დაკეტვის, რადგან ეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთოებასაც ეხება. თუ პუტინს ახლა არ დავუპირისპირდებით, მისი შეჩერება მომავალში შეუძლებელი გახდება," - აცხადებს იავოროვის მერი ვოლოდიმირ მარცენიუკი.

დღის ამბები