27 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
12-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, მიკოლაევში, ამ წუთებში, განგაშის სიგნალი ისმის - "კურიერის" ჯგუფი ცხელი წერტილიდან

მიკოლაევში ამ წუთებში განგაშის სიგნალი ისმის. ამ დრომდე, 12 საათის განმავლობაში, ქალაქში სიმშვიდე იყო და არცერთი სარაკეტო იერიში არ განხორციელებულა. 

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა "კურიერს" განუცხადეს, რომ ქალაქში განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა შექმნილი. ყველაზე მეტად უჭირთ მოხუცებს, რომლებმაც ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხეს. 

განცხადება გააკეთა ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმმაც, მან თქვა, რომ ჯერჯერობით, ქალაქი რუსული საოკუპაციო არმიის შემოტევას უძლებს. 

დღის ამბები