02 მაისი 2024,   19:38
ვრცლად
"გარკვეულწილად უცნაურად ჩანს, თუ მოხდა მისი გაწვევა, კითხვის ნიშნები რჩება, რომ რატომ არის ის აქ" - გივი მიქანაძე უკრაინის ელჩის შესახებ

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ხდება ელჩის გაწვევა, ის ქვეყანას ტოვებს და ბრუნდება სამშობლოში. გივი მიქანაძეს ამ თემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. 

"როდესაც ელჩის გაწვევა ხდება, ის ტოვებს ქვეყანას, მიემგზავრება საკუთარ ქვეყანაში და შესაბამის ხელმძღვანელობასთან, ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ის გადის შესაბამის კონსულტაციებს. ამისი ნათელი მაგალითია, როდესაც ორი წლის უკან გამოვიწვიეთ ელჩი უკრაინიდან და ელჩი იყო საქართველოში ჩამოსული და შესაბამის კონსულტაციებს გადიოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა, ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტი, სავარაუდოდ, ელჩი დარჩება თუ არ დარჩება და კონსულტაციებს რა ფორმით გაივლის. გარკვეულწილად, უცნაურად ჩანს, თუკი ის აქ არის და მოხდა მისი გაწვევა, გარკვეული კითხვის ნიშნები რჩება, რომ რატო არის ის აქ," - ამბობს გივი მიქანაძე.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოდან მარტის დასაწყისში გაიწვია, თუმცა ის "კურიერის" კამერამ გუშინ, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირა. 
 

 

დღის ამბები