02 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - წლების განმავლობაში გვესმოდა NATO-ს ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათთვის გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ში ვერ შედის და ამის აღიარება მნიშვნელოვანია.

"გასაგებია, რომ უკრაინა არ არის NATO-ს წევრი, ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას და ჩვენი და ჩვენი პარტნიორების იმედი აქვთ, რომლებიც გვეხმარებიან,"-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ იმ იარაღს, რომლებსაც უკრაინელები დასავლეთის ქვეყნებიდან იღებენ, უკრაინაში შეტანიდან ძალიან სწრაფად თავდება.

"იარაღის ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, როგორც წესი შემოტანიდან 20 საათში იხარჯება,"- აღნიშნა მან.

 

დღის ამბები