20 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია "ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe" გახსნა 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია "ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe" გახსნა და მონაწილეებს საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა და საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა. შესაბამისად, Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროკომისიის, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მასში მონაწილეობა ასევე მიიღეს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები