27 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
გამოკითხულთა 73,3% ემხრობა მთავრობის პოლიტიკას, რომლის მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში - GORBI-ის კვლევა

GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ემხრობით თუ არა "ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში? პასუხები ასე გადანაწილდა:
ემხრობა გამოკითხულთა 73,3%, არ ემხრობა 24,5 და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 2,2%.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერთაგან 96%-ს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთაგან 41%-ს.

კვლევა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა "გორბიმ" 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

დღის ამბები