27 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
მრავალშვილიანი მამა საკუთარი შვილის თვალწინ ჩაცხრილეს - მომხდარს ბუჩაში შემთხვევით გადარჩენილი ბიჭი იხსენებს (ფოტო)

რუსმა ოკუპანტმა მრავალშვილიანი მამა 14 წლის შვილის თვალწინ მოკლა, Unian-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბუჩაში 17 მარს მოხდა. 

იმის მიუხედავად, რომ კაცმა შეიარაღებულ პირს უთხრა, რომ მას იარაღი არ ჰქონდა, ოკუპანტმა ცეცხლი მაინც გაუხსნა. 

გარდაცვლილი 47 წლის რუსლან ჩეჩეპურენკოა. ის 14 წლის შვილთან, იურისთან ერთად წამლების ასაღებად ოკუპირებული ბუჩის ცენტრში მიდიოდა. 

"ველოსიპედებით მივდიოდით, როდესაც სახლიდან გამოვიდა რუსი ჯარისკაცი. გავჩერდით, ავწიეთ ხელები, ვუთხარით, რომ იარაღი არ გვქონდა, თუმცა ჯარისკაცმა მამას ესროლა, ის დაეცა. შემდეგ მან ჩემი მისამართით გაისროლა, ორი ტყვია ხელში მომხვდა, დავეცი მიწაზე. ჯარისკაცმა ისევ გაისროლა და ჩემს კაპიუშონს მოხვდა, თუმცა თავს ასცდა," - ჰყვება 14 წლის ბიჭი. 

დაჭრილი მოზარდი მიწაზე მანამდე იწვა, ვიდრე ოკუპანტი ტერიტორიას არ მოშორდა, შემდეგ კი უახლოეს თავშესაფარში გაიქცა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

ოჯახმა კაცის ცხედრის გადასვენება 2 დღის შემდეგ მოახერხა, მიცვალებულს თან აღარ ჰქონდა ტელეფონი, საფულე და სახლის გასაღები. გარდაცვლილის ცოლი ამტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცი დამიზნებით ესროდა - თავისა და მკერდის არეში. მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალეს. 

დღის ამბები