27 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა, უფრო განამტკიცონ თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ, ალიანსის წევრი ქვეყნები დამატებით დახმარებას შემოიღებენ უკრაინასთან მიმართებაში.

მან ასევე თქვა, რომ NATO ევროკავშირთან ერთად მუშაობს, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა, უფრო განამტკიცონ თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა:

"მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ, ალიანსის წევრი ქვეყნები დამატებით დახმარებას შემოიღებენ, ისეთი როგორიც არის კიბერუსაფრთხოება და მიიღონ ისეთი საშუალებები, როგორიც იქნება - ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული შეტევის საწინააღმდეგო. NATO-მ იმოქმედა სწრაფად და გაერთიანებულად. პირველი ნაბიჯი იქნება, რომ 4 ახალი ნატოს ჯარები განთავსდეს ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთში და სლოვაკეთში. მათთან ერთად იქნებიან ჩვენი არსებული ჯარისკაცები ბალტიისპირეთში და პოლონეთში, ეს ნიშნავს რომ რვა მულტინაციონალური ბატალიონი გვეყოლება ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.

პრეზიდენტ პუტინის ინტერვენცია არის წარმოუდგენელი, ხოლო ის, რაც ამ აგრესიამ გამოიწვია ძალიან მძიმე საყურებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას დავეხმაროთ, მაგრამ გვაქვს პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ უკრაინის მიღმა არ განვითარდეს ეს კონფლიქტი და რათა, რუსეთსა და NATO-ს შორის არ მოხდეს ეს კონფლიქტი. ეს კიდევ უფრო მეტ სიკვდილსა და დამანგრეველ პროცესებს გამოიწვევს. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდება. რუსეთმა ცხადად დაარღვია შეთანხმება 2014 წელს, როდესაც უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და როდესაც 2008 წელს შევიდნენ საქართველოში და მათ შორის რა თქმა უნდა უკრაინის ინტერვენცია. ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო და ბოსნიაჰერცოგოვინა, რათა მათ დავეხმაროთ, რომ უფრო განამტკიცონ თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები