27 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
უკრაინელი სტუდენტებისთვის კარს საქართველოს უნივერსიტეტები აღებენ - ვის შეეძლება გამარტივებული წესით მობილობა 

ბაღებისა და სკოლების შემდეგ, უკრაინაში ჩარიცხული სტუდენტებისთვის კარს საქართველოს უნივერსიტეტებიც აღებენ. უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ისრაელის მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ სწავლა საქართველოში გააგრძელონ.

ისრაელის სტუდენტები, რომლებიც ომის შედეგად სამედიცინო მიმართულებით სწავლას უკრაინაში ვეღარ აგრძელებენ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამარტივებული წესით შეძლებენ მობილობას.

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ და ისრაელის საელჩომ საქართველოში ერთობლივად მიიღო. საბუთების საქართველოში გადმოტანის მსურველები უკვე გამოჩნდნენ.

დღის ამბები