02 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
"ახლა ყველაზე გარდამტეხი და ხელსაყრელი წელია, ვიცოდი ეს და მაგიტომ ჩამოვედი" -სააკაშვილი საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკშვილმა დღეს სასამართლო დარბაზი პოლიტიკური განცხადებებისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენა. ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.


სააკაშვილი გამოსავალს ხალხის მობილიზებაში და აქციებში ხედავს. წინააღმდეგობის შემთხევაში კი, მომხრეებს პირდაპირ უთხრა, ნუ დაემორჩილებიან სამართალდამცველებს.

17-წუთიან გამოსვლაში, სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზიც დაასახელა:

"ახლა ყველაზე გარდამტეხი და ხელსაყრელი წელია, ვიცოდი ეს და მაგიტომ ჩამოვედი,"- თქვა მან.

"მთავრობის დამხობაზე" გაკეთებული განცხადებების გამო, ბრალდებულმა, მოსამართლეთა კოლეგიისგან შენიშვნა და გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო. სხდომის დატოვებამდე, მიხეილ სააკაშვილს საქმის მოსამართლემ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ სიტყვით გამოსვლა, მოწოდებებში არ უნდა გადაიზარდოს.

ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებში დანაშაულის ნიშნები დაინახა ბრალდების მხარემ, საქმის პროკურორის განმარტებით "მთავრობის დამხობის" შესახებ მოწოდებას, სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ მათი ლიდერი საკუთარ განცხადებაში მშვიოდბიან აქციებს და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებას გულისხმობდა.

დესტაბილიზაციის მცდელობად და სახელმწიფო ინტრესების დამაზიანებელ განცხადებად შეაფასეს ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილს, სამართლებრივი ჩარჩოებში დარჩენა ურჩიეს.

დღის ამბები