05 მაისი 2024,   07:28
ვრცლად
"რუსეთის განცხადება სამხედრო მოქმედებების შემცირებაზე არაფერს მეუბნება, სანამ არ ვნახავ, როგორია მათი ქმედებები" - ბაიდენი

მოსკოვის განცხადება კიევზე სამხედრო მოქმედებების შესახებ პრეზიდენტ ბაიდენს არაფერს ეუბნება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე, ომი დასასრულს უახლოვდება, თუ რუსეთი, უბრალოდ, დროის მოგებას ცდილობს, ბაიდენი პასუხობს, რომ ეს რუსეთის მოქმედებებით გამოჩნდება. ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ განაგრძობს სანქციების შენარჩუნებას რუსეთის მიმართ და უკრაინელი სამხედროების დახმარებას. 

"მე რუსეთის განცხადება სამხედრო მოქმედებების შემცირებაზე არაფერს მეუბნება, სანამ არ ვნახავ როგორია მათი ქმედებები. ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. NATO-ს ოთხი წევრის: საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და amerikis შეერთებული შტატების მეთაურებს შეხვედრა გვქონდა. როგორც ჩანს, არსებობს კონსენსუსი. ვნახოთ, რას გვთავაზობენ; ჩვენ გავარკვევთ რას აკეთებს რუსეთი. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას. გავაგრძელებთ უკრაინელი სამხედროების დახმარებას თავიანთი თავის დასაცავად და განვაგრძობთ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას,"-აცხადებს ბაიდენი.
 
ამავე თემაზე
დღის ამბები