05 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
თუ რომელიმე კონსტიტუციური ორგანო ვერ აღიქვამს კონსტიტუციის ჩანაწერებს, ამის განმარტების შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეცეს - დავით მათიკაშვილი

მმართველ გუნდში პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნა-არ დანიშვნასთან დაკავშირებით დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურებიან. მათი განმარტებით, ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს და საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების ინიციატივაც სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება. 

"ფაქტია, რომ პრობლემა, რომელმაც გამოიწვია შეფერხება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და რაც ქვეყნისთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა არის ის გზა, რაც ნათელია ცივილური და დემოკრატიული სამყაროსთვის და ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გარკვეული სარჩელით მიმართვა ისეთ საკითხებზე, რაც კონსტიტუციაში ისედაც ნათელია. ხაზს ვუსვამ - თუ რომელიმე კონსტიტუციური ორგანო ვერ კითხულობს და ვერ აღიქვამს კონსტიტუციის ჩანაწერებს, ამის განმარტების შესაძლებლობა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეცეს,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 15 თვის განმავლობაში ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია, სადაც აცხადებენ, რომ პრეზიდენტის აპარატის მიერ წარმოდგენილი მონაცემები "რეალურ სურათს არ ასახავს“.

დღის ამბები