05 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
ოპოზიცია მმართველ გუნდს პრეზიდენტის უფლებამოსილების უხეშად შეკვეცაში და პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაში სდებს ბრალს

რა სამართლებრივ არგუმენტებს წარადგენენ ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მოსაზრებების ჩამოსაყალიბებლად კანონმდებლებს ორკვირიანი პერიოდი აქვთ.

მანამდე კი ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სდებს ბრალს საკანონმდებლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაში.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის უფლებამოსილების უხეშად შეკვეცას და ამ ყველაფერის განსხვავებულად წარმოჩენას ცდილობს.

"კონკრეტული არგუმენტები თავად უნდა დაასახელოს და თავად უნდა დაასაბუთოს კანონპროექტის ინიციატორმა. ვერ ასაბუთებს კანონპროექტის ინიციატორი, რატომ გადაწყვიტეს ახლა ამის გაკეთება და ეს აშიშვლებს მხოლოდ იმას, რომ არის პარტიული ინტერესებით ნაკარნახები ბოროტად გამოყენება საკანონმდებლო ხელისუფლების,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები