05 მაისი 2024,   07:25
ვრცლად
5 000 ომში მონაწილეობისთვის, 37000 კი ოჯახს, მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში - სირიელები ასახელებენ თანხას, რასაც მათ რუსეთი უხდის

სირიელ მებრძოლებს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემთხვევაში, თვეში 5 ათას ფუნტს სთავაზობს, ამის შესახებ BBC წერს. 

ერთ-ერთი სირიელი ჯარისკაცი, რომელიც ომში მოხალისედ არის ჩაბმული, ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში სასაკლაო მოაწყო, თუმცა, ამასთან, ეხმარება გაჭირვებულ სირიელებს, რომლებსაც საკვების ფულიც არ აქვთ. ჯარისკაცის თქმით, მოხალისეობას შეთავაზებული თანხის გამო დათანხმდა. ოჯახი მისი ომში წასვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა მას უთხრეს, რომ ომში დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახს 37 ათას ფუნტს გადაუხდიდნენ. 

სირიელი ჯარისკაცის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში, სულ მცირე, 200 სირიელი მოხალისე მონაწილეობს. 

უკრაინის ხელისუფლებისა და სირიული არასამთავრობოს ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე 14 გადასამზადებელი ცენტრია გახსნილი. 

დღის ამბები