საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას GCA-ს წევრები ხმაურით ტოვებენ. მათი თქმით, ამის ძირითადი მიზეზი გაუმჭირვალე პროცესები და მიზერული ჰონორარების ჩარიცხვა იყო. ცნობილი მომღერლები ამ ასოციაციას ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ და სანაცვლოდ მათ კონკურენტ ასოციაცია GERA-ში გადადიან.
როგორც დავით ევგენიძე აცხადებს, რომ მისი ჰონორარი კვლავ GCA-ში ირიცხება, თუმცა მათგან ორი წელია მისი კუთვნილი თანხა არ მიუღია: "52-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმის და 100-მდე სერიალის ავტორი ვარ. რუსულ არხებში ეს ფილმები სულ ტრიალებს. დღე არ გავა, რომ ჩემი მუსიკით არ გავიდეს ფილმი. კობალაძის ორგანიზაციიდან (GCA), ხელის მოწერით ვიყავი გარიცხული ოფიციალურად და მას შემდეგ, ორი წელიწადია ისევ ამ ასოციაციის ანგარიშზე ირიცხება ჩემი კუთვნილი ჰონორარი და ჩემამდე არცერთი თეთრი მოდის. თუ გამრიცხეს, მაშინ ჩემს თანხებზეც უარი უნდა ეთქვათ. ავტორის თანხა მათ ერიცხებათ და ჩვენ არ გვაძლევენ, ეს ლოგიკურია? 52 საუნდრეკის ავტორი ვარ და რუსეთში 5 წლის განმავლობააში მაქვს დაახლოებით 800 ათასი დოლარი აღებული საავტოროებიდან. რაც საქართველოში ჩამოვედი, გიგას რაც აქვს გადმორიცხული, ჯამში რომ დავითვალოთ, 10 წლის განმავლობაში, გამოვა წელიწადში 3 000 ლარი. როგორ იღებს ჩემთან ხმას, სირცხვილია უბრალოდ!"
დათო ევგენიძის პოზიციას იზიარებს რუსა მორჩილაძეც.
"პირადად მე წლების განმვლობაში რამოდენიმეჯერ მქონდა გიგა კობალაძესთან შეხვედრა, რადგან მაშინ ალტერნატივა არ გვქონდა, რომ სადმე წავსულიყავით. ვთხოვდი ყოფილიყო გამჭვირვალეობა, სწორად აეკრიფათ ჰონორარები და ჩემი ანაზღაურება მოეცათ სწორად, რომელიც ყოველთვე და ყოველკვარტალურად ერთნაირი არ უნდა ყოფილიყო წლების განმავლობაში. სასაცილო იყო ეს მოჭრილი ტარიფი. არ შეიძლება ადამიანს ამხელა შემოქმედება გქონდეს და შემოსავლის სახით სამ თვეში ერთხელ 2 ლარს გიხდიდნენ. არაკეთისილდისიერი დამოკიდებულება იყო ავტორების მიმართ, ამას არ გაუვა წყალი. ეს არის მთავარი, რომ თანხებს კრეფდა არაკეთილსინდისიერად, ჩემი აზრი არის ეს და არ გადავალ სხვა აზრზე." - განაცხადა რუსა მორჩილაძემ.
ეკა კახიანის თქმით GCA-სგან მხოლოდ გამჭირვალეობას ითხოვდნენ, რაც არ მოხდა და სწორედ ამიტომ გადავიდა ის GERA-ში: "აბსოლუტურად ბუნდოვანი, სრულიად გაუგებარი იყო ერთი რამ – ყოველთვე, თუ სამ თვეში ერთხელ ერთი და იგივე თანხა რატომ ირიცხებოდა. ეს წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ზაფხულში სხვა სიხშირით ტრიალებს სიმღერები, ზამთარში და საახალწლო დღეებში კიდევ სხვა სიხშირით. მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო, სწორედ ამიტომ დავტოვე ეს ასოციაცია და გადავედი GERA-ში, სადაც პროცესები გამჭირვალეა."