05 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
პრაქტიკულად უკვე დავკარგეთ გენოფონდი - კოკოითი უკრაინაში გაგზავნილ სამხედროებზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ექსპრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, სამხედროებს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში აგზავნიან ელემენტარული პირობები უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.

"ეს საზარბაზნე ხორცი არაა. ისედაც ცოტანი ვართ, ჩვენ პრაქტიკულად უკვე დავკარგეთ გენოფონდი," - განაცხადა კოკოითმა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრას მხარი მაინც დაუჭირა:

"ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, წავაგებთ ყველა. ეს ძალიან კარგად გვესმის.  ოსეთში არცერთი ადამიანი არ ამბობს რომ არა. პირიქით, ვამბობთ დიახ ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, მხარს ვუჭერთ რუსეთს. ესა ჩვენი მოვალეობაა, როგორც სტრატეგიული პარტნიორების,"- განაცხადა კოკოითმა.

დღის ამბები