27 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
"თანამშრომლობა საქართველოსთან" - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

"თანამშრომლობა საქართველოსთან" - 2022 წლის 1 აპრილს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - მიიღო.

რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მან თქვა, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

"რუსეთის ხელწერა მეზობლების მიმართ არ შეცვლილა. საქართველო 2008 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლი გახდა. ბოლო განცხადება, რომელიც ეხება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას, რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების შესახებ, არის კიდევ ერთი დემონსტრირება საქართველოს მიმართ გაგრძელებული აგრესიული პოლიტიკისა. ქცევის ეს მოდელი უხეშად ხელყოფს წესებზე დაფუძნებულ მთლიან საერთაშორისო წესრიგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ და მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მე კვლავ მინდა მოვუწოდო რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ჩვენ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას, იმ ეჭვმიტანილების დაპატიმრების ორდერის გაცემის თაობაზე, რომლებსაც ეკისრებათ ინდივიდუალურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე," - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დღის ამბები