27 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
ლადო მგალობლიშვილი - "ლელო" და "ნაცმოძრაობა" რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა

"ლელო" და "ნაცმოძრაობა" რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი ლადო მგალობლიშვილი ცესკოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

ლადო მგალობლიშვილმა სიორიძის განცხადებას არაკომპეტენტური და პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას გიორგი სიორიძე  ცესკოს თავმჯდომარედ სურდა.

"მინდა გამოვეხმაურო ცესკოს წევრის სიორიძის განცხადებას, რომელიც გახლავთ "ლელოდან", თუმცა, "ლელო" და "ნაცმოძრაობა" რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ განცხადებით. ოპოზიცია აპელირებდა, რომ მათ უნდოდათ ყოლოდათ ცესკო-ს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი სიორიძე რომ ყოფილიყო ცესკო-ს თავმჯდომარე და მსგავსი პროვოკაციული განცხადებები გაეკეთებინა, წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა ეს სამარცხვინო, არაკომპეტენტური და პროვოკაციული განცხადება," - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

დღის ამბები