ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კოლხეთის ეროვნული პარკამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ვიზიტორებს აქამდე ეროვნულ პარკამდე მისვლა ამორტიზებული გზით უწევდათ.
ამჯერად ერგეტის ცენტრიდან დიდ გვიმარას უბნამდე გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზასთან ერთად მოხდება სანიაღვრე არხების მოწყობაც. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.