27 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
პარტნიორების აქ ყოფნა ჩვენი ერთიანობის დემონსტრირებაა - სტოლტენბერგი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობაზე აქცენტს აკეთებს

უკვე ზუსტად 3 საათია ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. სესიის მედიისთვის დახურვამდე იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ალიანსის გენმდივანმა ახსენა პარტნიორები მათ შორის უკრაინიდან და საქართველოდან და თქვა, რომ  NATO-ს მინისტერიალზე პარტნიორების დასწრება ერთიანობის დემონსტრირებაა, რაც რუსული აგრესიის პირობებში მნიშვნელოვანია.

"დღეს ჩვენ შეხვედრას შემოუერთდნენ ჩვენი პარტნიორები უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ახალი ზელანდიიდან და ევროკავშირიდან. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დაგვანახა უსაფრთხოების რისკები, მომხდარმა შეარყია საერთაშორისო დღის წესრიგი.

ჩვენი პარტნიორების აქ ყოფნა ახდენს ჩვენი ერთიანობის დემონსტრირებას, იმისათვის რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, დავგმოთ რუსეთის აგრესია და დავიცავთ საერთაშორისო დღის წესრიგი. უკრაინელი ხალხი თავიანთი გამბედაობით ყველას შთაგვაგონებს. ასეთ მნიშვნელოვან დროს კარგია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებასგან განვითარებული მოვლენების უშუალოდ მოსმენა," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები