05 მაისი 2024,   04:55
ვრცლად
კიევის რეჟიმს ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ, ზელენსკის ისინი უბიძგებენ საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინული მხარის მიერ ახალი შეთანხმების პროექტის წარდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმებიდან რადიკალური გადახვევაა.

"გუშინ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკების ჯგუფს წარუდგინა შეთანხმების პროექტი. ეს გვიჩვენებს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის არახამიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დაფიქსირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებებიდან 29 მარტს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე გადახვევას. ამ დოკუმენტში უკრაინელებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები არ ვრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე. ეს მოლაპარაკება კიდევ ერთხელ ახასიათებს კიევის ნამდვილ ზრახვებს, ისინი სიტუაციას აჭიანურებენ. კიევის რეჟიმს აკონტროლებენ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები, ისინი უბიძგებენ პრეზიდენტ ზელენსკის საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ. სტამბოლის დოკუმენტში ცალსახად წერია, რომ უკრაინის ნეიტრალური, უბლოკო, უკრაინის არაბირთვული სტატუსის კონტექსტში, ნებისმიერი სამხედრო წვრთნები უცხოური კონტინგენტების მონაწილეობით ტარდება მხოლოდ ყველა გარანტორი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის, თანხმობით.თუმცა, გუშინ მიღებულ ხელშეკრულების პროექტში ეს ცალსახა დებულებაც შეიცვალა, ახლა საუბარია გარანტი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობით წვრთნების ჩატარების შესაძლებლობაზე რუსეთის ყოველგვარი ხსენების გარეშე. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ყირიმისა და დონბასის პრობლემები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე უნდა იყოს მიტანილი. სტამბულის შემდეგ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა დეესკალაცია მოახდინეს კიევ-ჩერნიგოვის მიმართულებით, როგორც კეთილი ნების გამოხატვისა და შეთანხმებების სტიმულირება. საპასუხოდ მოხდა პროვოკაცია ბუჩაში, რომელიც დასავლეთმა მაშინვე გამოიყენა სანქციების ახალი ნაწილის გამოცხადებისთვის. მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, რუსეთის დელეგაცია გააგრძელებს მოლაპარაკების პროცესს,"- აცხადებს სერგეი ლავროვი. 

დღის ამბები