05 მაისი 2024,   10:59
ვრცლად
ადამიანების მძიმე ისტორიები და გმირები, რომლებიც დაბომბილ ქალაქებს არ ტოვებენ - ომის სისასტიკე კადრებში

რუსეთის ავიაციითა და არტილერიით განადგურებული ქალაქები არაფერია იმ ტრაგედიებთან შედარებით, რომელიც ადამიანებს უკრაინაში ყოველდღიურად გადააქვთ.

ნაწამები და დახვრეტილი ოჯახის წევრები, გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, შვილებისთვის საკუთარი ხელით გათხრილი საფლავები - არ დარჩა დანაშაული, რომელიც რუსულმა არმიამ უკრაინაში არ ჩაიდინა. რუსეთის რეალური სახეა ყოველი მოკლული ბავშვი და ყველა ქალაქი, რომლებიც სასაფლაოდ იქცა.

პუტინის რეჟიმს ყველაზე კარგად ასახავს ის ამბები, რომელსაც ომისგან გაუბედურებული ადამიანები ჰყვებიან.

"გიხარია დნიპროში წასვლა? - არა, სახლში ჯობია, ჩემი ძაღლი იქ არის" - ეს სიტყვები პატარა ალექსეის ეკუთვნის, რომელსაც რუსმა სამხედროებმა მშობლები დაუხოცეს.

ასეთი ბავშვი ახლა უკრაინაში ასობითაა, ისევე, როგორც მოხუცები, რომლებსაც კარგად ახსოვთ ფაშისტები. ახლა გერმანელ ნაცისტებსა და რუსეთის ჯარს შორის ზღვარი წაშლილია.

პუტინის ჯარი კიდევ უფრო შორს წავიდა. უკრაინული პოლიციის ფორმაში გადაცმულ ოკუპანტებს ადგილობრივები სარდაფებიდან გამოჰყავდათ და ადგილზე ხვრეტდნენ.

ყველა ომს ჰყავს თავისი გმირები - "კურიერმა" შეაგროვა ადამიანების მძიმე ისტორიები და გმირების ამბები, რომლებიც არ ტოვებენ დაბომბილ ქალაქებში მოხუცებსა და ბავშვებს და მათ დახმარებას ცდილობენ.

დღის ამბები