05 მაისი 2024,   09:37
ვრცლად
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები - დმიტრი პესკოვმა რუსული არმიის დიდი მსხვერპლი დაადასტურა

ვლადიმირ პუტინის პრესპიკერი დმიტრი პესკოვი რუსული არმიის დიდ დანაკარგს ვეღარ უარყოფს. Sky News-თან ინტერვიუში 6 გენერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო, თუმცა ათასობით ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა.

"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ რაც შეეხება ორ რეგიონს კიევიდან დ ჩერნიჰივიდან უკანდახევა მოლაპარაკებების დროს, კეთილგანწყობის ჟესტია. ეს იყო კეთილგანწყობის აქტი, ამ რეგიონებში დაძაბულობის განმუხტვა და იმის ჩვენება, რომ რუსეთი მზადაა შექმნას კომფორტული პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად," - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

დღის ამბები