05 მაისი 2024,   02:30
ვრცლად
ბრძოლა ორ ფრონტზე - სიმსივნით დაავადებული ასობით ბავშვის უკრაინიდან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება

ბრძოლა ორ ფრონტზე - რუსული ჭურვების ცვენის და ოკუპანტებთან ბრძოლის პარალელურად, უკრაინაში ონკოპაციენტები დაავადებას ებრძვიან. ასობით ბავშვის ტრანსპორტირება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ვერ ხერხდება, ონკოპაციენტების ნაწილი კი რამდენიმე ქვეყანამ სამკურნალოდ უკვე მიიღო.

არც ისე სასიამოვნო მოგზაურობა ლვოვიდან იწყება. სასწრაფოს მანქანებს პატარა პაციენტები მშობლებთან ერთად კიევიდან პოლონეთში გადაჰყავთ. იქ პროგრამა მინიმუმი პატარა პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდებაა. მკურნალობის გარეშე ეს ბავშვები ვერ გადარჩებიან, თუმცა, სწორი მკურნალობით მათ გადარჩენის შანსი აქვთ. ომის დაწყებიდან ამ დრომდე ეს გზა 600-ზე მეტმა ბავშვმა გაიარა. მათ, ვისაც პოლონეთში ვერ უმკურნალეს, გერმანიაში, საფრანგეთში, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში წაიყვანეს.

პატარებმა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით დატოვეს, რომ უკან გამოჯანმრთელებულები უკვე ომში გამარჯვებულ უკრაინაში დაბრუნდებიან.

დღის ამბები