25 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
არესტოვიჩის გაცხადებით, ომი რუსეთთან შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს

ზელენსკის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩის გაცხადებით, ომი რუსეთთან შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს და ამ პერიოდში, "რეგულარული სამხედრო შეტაკებები გარანტირებულია" - ამის შესახებ არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

"რამდენიმე საომარი შეტაკება 2035 წლამდე გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებებს ყოველ ორ, შესაძლოა ყოველ ხუთ წელიწადში,"- აღნიშნავს ზელენსკის ოფისის მრჩეველი. 

ამასთან, არესტოვიჩი იმ მოქალაქეებს, რომლებიც მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მზად არ არიან, უკრაინის დროებით დატოვებას ურჩევს. 

"მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ღელავს იმაზე, როგორ იცხოვროს და გაზარდოს შვილები, სჭირდება რომელიმე სხვა ქვეყანა," - განაცხადა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ თავად ოჯახის წევრების ქვეყნიდან გაყვანას არ გეგმავს. 

იმავე ინტერვიუში არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა დონბასის ტერიტორიის სრული ოკუპირების შემთხვევაში, ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, რაც უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს და ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს.

არესტოვიჩის ინტერვიუს ამ ნაწილს "უნიანი" ავრცელებს. 

 

დღის ამბები