27 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა კითხვარის შევსებაში, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გაუგზავნა - საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტება

ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა კითხვარის შევსებაში, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გაუგზავნა - საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საერთო ეროვნული პროცესია. 

"ვფიქრობ, რომ ეს არის საერთო ეროვნული პროცესი, რომელშიც ყველამ საკუთარი წვლილი და კონტრიბუცია უნდა შეიტანოს. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციას ახდენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, თუმცა აღნიშნული პროცესი არა მხოლოდ ამ ფორმატში, არამედ მუშა ფორმატში იქნება გასაშლელი სადაც ყველა სახელმწიფო უწყება ჩაერთვება და გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოვახდინოთ ყველა იმ  რეფორმის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში ჩაატარა, კონვერტირება ამ კონკრეტულ დოკუმენტში, რომლითაც საქართველო მოახდენს პოზიციონირებას საკუთარი თავის წარმოჩენას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში,"-აცხადებს მინისტრი. 
 
დღის ამბები