23 დეკემბერი 2024,   05:29
ვრცლად
"ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები" - ზელენსკი ბაიდენის მიერ სიტყვა "გენოციდის" გამოყენებას გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სიტყვა "გენოციდის" გამოყენებას "ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები" უწოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტებას. მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და სასწრაფოდ გვესაჭიროება უფრო მძიმე შეიარაღება, რათა აღვკვეთოთ რუსეთის მორიგი სისასტიკე,"- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 
 
ამავე თემაზე
დღის ამბები