17 ოქტომბერი 2026,   05:19
ვრცლად
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის - იგივე "კაწროს" და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია - იგივე ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ️დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

სამივე პირი, სამართალდამცველებმა გუშინ, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები